← მთავარ გვერდზე გადასვლა

კავშირის მიმართვა

"ჩვენ კვარაცხელიები" - გვარის ერთიანობისთვის

ჩემო ძვირფასებო! კვარაცხელიას გამორჩეული გვარის ტარება პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობაც! დიდება უფალს, რომ ეს გვარი ჩვენს წინაპარს არგუნა და თითოეული კვარაცხელია მას ღირსეულად ვატარებთ. უამრავი ლეგენდა არსებობს ჩვენი გვარის ისტორიის შესახებ. ზოგი მისაღებია, ზოგიც არა, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ სპეციალისტების ხელშეწყობით მოვიძიოთ დოკუმენტები და დავადგინოთ ჭეშმარიტება.

გვიყვარს ყველა, ვინც ამ გვარს ატარებს და უფრთხილდება. წლების წინ ბატონმა გრამიტონ კვარაცხელიამ მოგვარეებთან ერთად შექმნა საგვარეულო კავშირი „გვარი და გვარიშვილობა". სამმა დამფუძნებელმა და გამგეობის წევრებმა უამრავი რამ გააკეთეს. მადლობას მოვახსენებთ მათ უანგაროდ გაწეული კეთილშობილური საქმიანობისათვის.

საგვარეულო კავშირმა გამოსცა წიგნი, დაიწერა თამარ მეფის ხატი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და ყოველი წლის 31 მაისს კვარაცხელიები სამებაში ვიკრიბებით, ვესწრებით პარაკლისს, პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, სამშობლოსა და კვარაცხელიებს.

2016 წლის 15 იანვარს ბატონი გრამიტონი გარდაიცვალა. წლების განმავლობაში გარდაიცვალა გამგეობის რამოდენიმე წევრი და მეორე დამფუძნებელიც. სამწუხაროდ კავშირმა ფუნქციონირება შეწყვიტა, გავიდა რამოდენიმე წელი, კვარაცხელიებიც დავიფანტეთ. გული გვწყდებოდა, რომ გვარის კავშირმა ფუნქციონირება შეწყვიტა. დიდი ხნის ლოდინისა და ფიქრის შემდეგ შევიკრიბეთ კვარაცხელიები, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, მოვამზადეთ წესდება და დავაფუძნეთ ახალი ააიპ „ჩვენ კვარაცხელიები", რადგან ჩვენ არ გვქონდა უფლება ძველი კავშირი აღგვედგინა.

2025 წლის 7 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა კავშირი „ჩვენ კვარაცხელიები" და ჩვენი უფლებამოსილება ცნო.

🏗️ კავშირის დამფუძნებლები:

  1. დარეჯან კვარაცხელია - ჟურნალისტი
  2. აბესალომ (ბესო) კვარაცხელია - ეკონომისტი
  3. გრიგოლ (გია) კვარაცხელია - ტექნოლოგი
  4. ავთანდილ კვარაცხელია - ტექნოლოგი
  5. რობერტ კვარაცხელია - ეკონომისტი
  6. მამუკა კვარაცხელია - ჟურნალისტი
  7. ვიტალი კვარაცხელია - ინჟინერი

👥 კავშირის გამგეობის წევრები:

  1. დარეჯან კვარაცხელია - თავმჯდომარე
  2. აბესალომ (ბესო) კვარაცხელია
  3. გრიგოლ (გია) კვარაცხელია
  4. ავთანდილ კვარაცხელია
  5. რობერტ კვარაცხელია
  6. მამუკა კვარაცხელია
  7. გივი კვარაცხელია
  8. მერაბ კვარაცხელია
  9. ვიტალი კვარაცხელია

🎯 ჩვენი მიზნები და გეგმები

  1. ჩვენი გვარის მატარებელი ადამიანების რაოდენობის დადგენის მიზნით ჩავატარებთ აღწერას, მივმართავთ შესაბამის სამსახურებს, ჩავალთ რაიონებში და შევხვდებით მოგვარეებს.
  2. დავადგენთ რამდენი ადამიანი გვყავს 80, 90 თუ 100 წელს გადაცილებული, რამდენი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახია.
  3. მოვამზადებთ ახალ წიგნს, რომელიც მკითხველს ჩვენი გვარის ისტორიასა და გამორჩეულ ადამიანებს გააცნობს.
  4. გვაქვს სურვილი ჩვენი მოგვარე მონაწილეობდეს სახელისუფლებო და საპარლამენტო საქმიანობაში.
  5. უკვე ფუნქციონირებს ფეისბუკ გვერდი „ჩვენ კვარაცხელიები", სადაც შეგიძლიათ შეავსოთ შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა და შემოგვიერთდეთ.
  6. საცდელი საიტი დამუშავების სტადიაშია და გვექნება გვარის ციფრული მატიანე.
  7. სასწრაფოდ გვინდა დავადგინოთ ვინ არის ყველაზე მრავალშვილიანი კვარაცხელია, რომელსაც დიდი სიურპრიზი ელოდება.
  8. წელიწადში ერთხელ შევიკრიბებით ხან სამეგრელოში ხან თბილისში.
  9. სამეგრელოში ავაშენებთ კვარაცხელიების ოდას, სადაც გაიხსნება კულტურის კერა, საგანმანათლებლო და ტურისტული მიზიდულობის ცენტრი.
  10. შეიქმნება გვარის სიმბოლო, ლოგო და ახალი სიმღერა. ჩავატარებთ საქველმოქმედო საღამოებს, პრეზენტაციებსა და საინტერესო შეხვედრებს.

🌟 ჩვენი უმთავრესი მიზანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა:

  1. ტალანტების აღმოჩენა და მხარდაჭერა - ნიჭიერი ახალგაზრდების იდენტიფიცირება და მათი შესაძლებლობების განვითარება;
  2. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - კარიერული ზრდისა და უნარ-ჩვევების განვითარების მხარდაჭერა;
  3. ახალგაზრდა მეწარმეთა დახმარება - ბიზნეს იდეების განვითარება და სტარტაპების მხარდაჭერა;
  4. IT/ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ახალგაზრდების გაერთიანება - ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა და ქსელის შექმნა;

დანარჩენი თქვენზეა, ველოდებით თქვენგან ახალ და საინტერესო წინადადებებს.

🤝 შემოგვიერთდით:

მოგმართავთ ყველა კვარაცხელიას შემოგვიერთდით, ეს კავშირი შეიქმნა ჩვენი გვარის გაერთიანებისთვის, ერთად ვაკეთოთ დიდი საქმეები. გავაძლიეროთ ერთმაანეთი, უკეთ გავიცნოთ მოგვარეები და სხვებსაც გავაცნოთ ჩვენი სასახელო კვარაცხელიები.

📞 საჭირო ინფორმაცია;

საქველმოქმედო ნომერი:

0901 000 932

შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან. ზარის ღირებულება 1 ლარი.

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22 ა/ა GE71BG0000000609567514

თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:TBCBGE22 ა/ა GE36TB7908136080100019

შემოსული თანხები გამგეობის გადაწყვეტილებით მიზნობრივად დაიხარჯება. გაკონტროლდება თითოეული თეთრი, რომელიც ჩაირიცხება კომპანიის ანგარიშზე.

კავშირის თავმჯდომარე: დარეჯან კვარაცხელია - 599 114 545

Email: info@thekvara.com

Email: kolkhetitv@gmail.com

საიტი: thekvara.com

https://thekvara.com/statement.php

P.S. კავშირს იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს ცნობილი იურისტი ნუგზარ კვარაცხელია.

კავშირს ფინანსურ კონსულტაციებს გაუწევს ცნობილი ფინანსისტი ავთანდილ კვარაცხელია.