წიგნის შესახებ
,,წერილები პატრიარქს"
წიგნი-ალბომი მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრების, ბერად აღკვეცისა და დაბადების დღისადმი მიძღვნილ საიუბილეო თარიღებს. გამოცემაში მონაწილეობენ მღვდელმთავრები, საზოგადო მოღვაწეები, მრევლი და პატრიარქის ნათლულები. 100-მდე ავტორი ხელნაწერ წერილებში გამოხატავს უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს უწმინდესის მიმართ. დღეს ამ გამოცემამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი შეეძინა აღნიშნული გამოცემა, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა წიგნის ელექტრონული ვერსია, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს შეიძინოს ეს ვერსია და გაეცნოს უნიკალურ ხელნაწერ წერილებს. წიგნი-ალბომი გამოიცა 2010, 2015 და ბოლოს 2020 წლებში. გამოცემა მომზადდა ჟურნალის „ივერიელნი“ რედაქციაში, 2020. 324 გვერდი, A4. ISBN 978-9941-8-2372-5. ციფრული გამოცემა და გაფორმება — საგამომცემლო სახლი ,,კვარა".
შეძენა

