ტალანტების აღმოჩენა და მხარდაჭერა
ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების განვითარება
„ჩვენ კვარაცხელიები“ — გვარის ერთიანობისთვის კავშირის მიმართვა, ისტორია, ადამიანები და მიზნები.
თავმჯდომარის მიმართვა
ჩემო ძვირფასებო! კვარაცხელიას გამორჩეული გვარის ტარება პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობაც! დიდება უფალს, რომ ეს გვარი ჩვენს წინაპარს არგუნა და თითოეული კვარაცხელია მას ღირსეულად ვატარებთ.
უამრავი ლეგენდა არსებობს ჩვენი გვარის ისტორიის შესახებ. ზოგი მისაღებია, ზოგიც — არა, ამიტომ ვგეგმავთ, სპეციალისტების ხელშეწყობით მოვიძიოთ დოკუმენტები და დავადგინოთ ჭეშმარიტება.
გვიყვარს ყველა, ვინც ამ გვარს ატარებს და უფრთხილდება. წლების წინ ბატონმა გრამიტონ კვარაცხელიამ მოგვარეებთან ერთად შექმნა საგვარეულო კავშირი „გვარი და გვარიშვილობა“. სამმა დამფუძნებელმა და გამგეობის წევრებმა უამრავი რამ გააკეთეს. მადლობას მოვახსენებთ მათ უანგაროდ გაწეული კეთილშობილური საქმიანობისათვის.
საგვარეულო კავშირმა გამოსცა წიგნი, დაიწერა თამარ მეფის ხატი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, და ყოველი წლის 31 მაისს კვარაცხელიები სამებაში ვიკრიბებით, ვესწრებით პარაკლისს, პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, სამშობლოსა და კვარაცხელიებს.
2016 წლის 15 იანვარს ბატონი გრამიტონი გარდაიცვალა. წლების განმავლობაში გარდაიცვალა გამგეობის რამდენიმე წევრი და მეორე დამფუძნებელიც. სამწუხაროდ, კავშირმა ფუნქციონირება შეწყვიტა, გავიდა რამდენიმე წელი, კვარაცხელიებიც დავიფანტეთ. გული გვწყდებოდა, რომ გვარის კავშირი აღარ მოქმედებდა.
დიდი ხნის ლოდინისა და ფიქრის შემდეგ შევიკრიბეთ კვარაცხელიები, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, მოვამზადეთ წესდება და დავაფუძნეთ ახალი ააიპ „ჩვენ კვარაცხელიები“, რადგან ძველი კავშირის აღდგენის უფლება არ გვქონდა.
2025 წლის 7 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა კავშირი „ჩვენ კვარაცხელიები“ და ჩვენი უფლებამოსილება ცნო.
ისტორია
წლების წინ
ბატონმა გრამიტონ კვარაცხელიამ მოგვარეებთან ერთად შექმნა საგვარეულო კავშირი. კავშირმა გამოსცა წიგნი; დაიწერა თამარ მეფის ხატი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
ყოველი წლის 31 მაისი
კვარაცხელიები სამებაში ვიკრიბებით, ვესწრებით პარაკლისს და პატივს მივაგებთ წინაპრებს.
15 იანვარი, 2016
მომდევნო წლებში გარდაიცვალა გამგეობის რამდენიმე წევრი და მეორე დამფუძნებელიც. კავშირმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
7 ივლისი, 2025
საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა წესდება და დააფუძნა ახალი ააიპ — საჯარო რეესტრმა კავშირი რეგისტრაციაში გაატარა.
ადამიანები
დარეჯან კვარაცხელია
ჟურნალისტი
აბესალომ (ბესო) კვარაცხელია
ეკონომისტი
გრიგოლ (გია) კვარაცხელია
ტექნოლოგი
ავთანდილ კვარაცხელია
ტექნოლოგი
რობერტ კვარაცხელია
ეკონომისტი
მამუკა კვარაცხელია
ჟურნალისტი
ვიტალი კვარაცხელია
ინჟინერი
მმართველობა

დარეჯან კვარაცხელია
თავმჯდომარე
აბესალომ (ბესო) კვარაცხელია
გამგეობის წევრი
გრიგოლ (გია) კვარაცხელია
გამგეობის წევრი
ავთანდილ კვარაცხელია
გამგეობის წევრი
რობერტ კვარაცხელია
გამგეობის წევრი
მამუკა კვარაცხელია
გამგეობის წევრი
გივი კვარაცხელია
გამგეობის წევრი
მერაბ კვარაცხელია
გამგეობის წევრი
ვიტალი კვარაცხელია
გამგეობის წევრი
კონსულტანტები
ნუგზარ კვარაცხელია — იურიდიული კონსულტანტი (იურისტი)
ავთანდილ კვარაცხელია — ფინანსური კონსულტანტი (ფინანსისტი)
მიზნები და გეგმები
უმთავრესი მიზანი
ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების განვითარება
კარიერული ზრდისა და უნარ-ჩვევების განვითარების მხარდაჭერა
ბიზნეს-იდეების განვითარება და სტარტაპების მხარდაჭერა
ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა და ქსელის შექმნა
შემოგვიერთდით
მოგმართავთ ყველა კვარაცხელიას: შემოგვიერთდით! ეს კავშირი შეიქმნა ჩვენი გვარის გაერთიანებისთვის — ერთად ვაკეთოთ დიდი საქმეები, გავაძლიეროთ ერთმანეთი, უკეთ გავიცნოთ მოგვარეები და სხვებსაც გავაცნოთ ჩვენი სასახელო კვარაცხელიები.
დანარჩენი თქვენზეა — ველოდებით თქვენგან ახალ და საინტერესო წინადადებებს.